ისტორია (სტატიაში გამოყენებულ წერილთა ამონარიდებში ყველგან დაცულია ავტორთა სტილი მ.კ.) ,,ზუგდიდში იყო ქართული წარმოდგენა თერთმეტ აპრილს სასარგებლოდ ზუგდიდის სასწავლებლის ბიბლიოთეკისა. ხარჯის გარდა დარჩა ფული წარმოდგენის შემოსავლისას ოთხიოდე თუმანი…... ძალიან სამწუხაროა, რომ წარმოდგენის ზალა არა იყო მეტი. წარმოსდგა ,,ძალად ექიმი” – ქართულად გადმოკეთებული მოლიერის პიესა. რაც შეეხება პროვინციულ სცენას არ იყო ურიგოდ წარმოდგენილი. მმეტადრე ქალებმა: უეზდის ნაჩალნიკის მეუღლემ ნნატალია ვახრამოვისამ, გრაფინია ნინა დერაზმორდუკისამ და მარიამ ფურცელაძისამ ითამაშეს რიგიანათ” – ეს არის ამონარიდი 1868 წელს გაზეთ ,,დროებაში” დაბეჭდილი წერილიდან, რომელიც იუწყება ზუგდიდში პირველი სპექტაკლის გამართვის შესახებ. ასე იწყება პროფესიული თეატრალური ხელოვნების განვითარება ზუგდიდში და ეს იმ პროცესის ნაწილია, რომელიც მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. აარ არსებობს წყაროები თეატრალური სანახაობის უფრო ადრეული წარმოდგენების შესახებ, ამიტომაც ზემოთ დასახელებული თარიღი, 1868 წელი, არის მიჩნეული ზუგდიდში პროფესიული თეატრის შექმნის დასაწყისად.
sruli naxva

Georgia, Zugdidi,

Theatre str. #2

595 40 13 13

zugdidis Salva dadianis saxelobis profesiuli saxelmwifo dramatuli Teatri 2015 yvela ufleba daculia @

C

saqarTvelo, zugdidi, Teatris q.#2
595 40 13 13