iსტორია (სტატიაში გამოყენებულ წერილთა ამონარიდებში ყველგან დაცულია ავტორთა სტილი მ.კ.) ,,ზუგდიდში იყო ქართული წარმოდგენა თერთმეტ აპრილს სასარგებლოდ ზუგდიდის სასწავლებლის ბიბლიოთეკისა. ხარჯის გარდა დარჩა ფული წარმოდგენის შემოსავლისას ოთხიოდე თუმანი…... ძალიან სამწუხაროა, რომ წარმოდგენის ზალა არა იყო მეტი. წარმოსდგა ,,ძალად ექიმი” – ქართულად გადმოკეთებული მოლიერის პიესა. რაც შეეხება პროვინციულ სცენას არ იყო ურიგოდ წარმოდგენილი. მმეტადრე ქალებმა: უეზდის ნაჩალნიკის მეუღლემ ნნატალია ვახრამოვისამ, გრაფინია ნინა დერაზმორდუკისამ და მარიამ ფურცელაძისამ ითამაშეს რიგიანათ” – ეს არის ამონარიდი 1868 წელს გაზეთ ,,დროებაში” დაბეჭდილი წერილიდან, რომელიც იუწყება ზუგდიდში პირველი სპექტაკლის გამართვის შესახებ. ასე იწყება პროფესიული თეატრალური ხელოვნების განვითარება ზუგდიდში და ეს იმ პროცესის ნაწილია, რომელიც მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. აარ არსებობს წყაროები თეატრალური სანახაობის უფრო ადრეული წარმოდგენების შესახებ, ამიტომაც ზემოთ დასახელებული თარიღი, 1868 წელი, არის მიჩნეული ზუგდიდში პროფესიული თეატრის შექმნის დასაწყისად. საგაზეთო კორესპონდენციიდან ნათლად ჩანს თუ როგორი ინტერესით შეხვდა საზოგადოება პირველ წარმოდგენას, ეს არის პერიოდი, როდესაც რუსეთის იმპერიამ სიმბოლურადაც გააუქმა სამეგრელოს სამთავრო. ცნობილია ის ფაქტი, რომ დადიანთა საქმიანობის მნიშვნელოვანი წილი კულტურულ მოღვაწეობაზე მოდიოდა. მმიუხედავად იმისა, რომ არსად არ არის მოხსენებული დადიანთა ღვაწლი ამ საქმეში, ის ფაქტი, რომ სპექტაკლს მართავს მწერალი და საზოგადო მოღვაწე ანტონ ფურცელაძე, რომელიც სამთავრობო კართან საკმაოდ ახლოს მყოფი პიროვნება იყო, ადვილად სავარაუდოა, აღნიშნულ კულტურულ საქმიანობაში პოლიტიკურად უფლებაჩამორთმეული, მაგრამ ჯერ კიდევ ადგილზე მყარად მდგომ მთავარ დადიანთა ხელი ერია. ამ მოვლენიდან რამდენიმე წელიწადში, სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა ადგილებში, კერძოდ ბანძასა და სუჯუნაში იდგმება შექსპირის ,,ვენეციელი ვაჭარი” და მოლიერის ,,სკაპენის ოინები”, აღნიშნულ ცნობებსაც გაზეთი ,,დროება” (1875 წ. აპრილი), იძლევა. ხჳხ საუკუნის ბოლოს, ზუგდიდში, აქტიური თეატრალური ცხოვრების დაწყების შესახებ ცნობები დაბეჭდილია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა და საინფორმაციო კრებულებში, აგრეთვე გამოქვეყნებულია მეცნიერულ გამოკვლევებში. თეატრის არქივში ინახება წერილების პირველი პირები, რომელიც ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პერიოდში პირადად მეთაურობდნენ თეატრალურ საქმიანობას. აღნიშნული წერილებიდან და 1968 წელს თეატრის 100 წლის აღსანიშნავად გამოცემული საიუბილეო ჟურნალიდან ირკვევა, რომ იმ დროს არსებობს უკვე ორი სხვადასხვა შემოქმედებითი წრე, ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დგამენ სპექტაკლებს. 1897 წელს ზუგდიდელი მოსწავლეების მიერ განხორციელებული სპექტაკლების შესახებ ინფორმაციას ,,ცნობის ფურცელი” იძლევა, ესენია: ვ.გუნიას ვოდევილი ,,მონადირე”, ა.ცაგარელის ,,ბაიყუში”. ,,ზუგდიდის სკოლის მოზარდმა თაობამ გამართა ქართული წარმოდგენა. . . დიდი სიამოვნებით უნდა ავღნიშნოთ ის გარემოება, რომ თეატრის დარბაზს ხალხი ისე ბლომად მოაწყდა, ტევა არ იყო. მთელმა საღამომ ჩინებულად ჩაიარა, რადგან ახალგაზრდები თავგამოდებით და დაკვირვებულად თამაშობდნენ, საზოგადოების აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. დდიდი ხელოვნება და ნიჭი გამოიჩინეს ქ-ნ სონია ბასილაიამ და ჭატია დარჯანიამ” (,,ცნობის ფურცელი” 1897 წ. 16 ნოემბერი). აღნიშნულ წერილზე ყურადღებას ამახვილებს საიუბილეო ჟურნალის ავტორი (სამწუხაროდ ავტორის გვარი არსად არ არის მითითებული, ის სავარაუდოდ თეატრის იმდროინდელ დირექტორს, ხელოვნებათმცოდნეს, იმდროინდელ ქართულ კულტურულ ელიტაში ცნობილ და პატივსაცემ პიროვნებას ალექსანდრე (საშა) ეგუტიას ეკუთვნის. მ.კ) და ხაზს უსვამს, რომ ამ დროისათვის მაყურებელი საკმაოდ მომთხოვნი და თეატრალურ საკითხებში გარკვეულია. 1998 წლიდან კი ზუგდიდის სცენისმოყვარეებს ხელმძღვანელობს ნიკოლოზ ბუკია. ჟურნალის ავტორი ბატონ ნიკოლოზს მოიხსენიებს, როგორც კარგ მოქართულეს, თეატრალსა და საზოგადო მოღვაწეს, მას დაუდგამს გ.ერისთავის ,,გაყრა”. ,,კარგმა მოქართულემ ნიკოლოზ ბუკიამ, ჯერ კიდევ სტუდენტობის (1898-99წწ) წლებში, საქველმოქმედო მიზნით დადგა გ.ერისთავის კომედია ,,გაყრა”. წარმოდგენა გაუმართავთ კინტირია ლუკავას სადურგლო სახელოსნოს ფარდულში, სპექტაკლში მონაწილეობა მიუღიათ სონია ბასილაიას, ქრისტინე დარჯანიას, ვასო გეთიას, პეტრე კედიას, ფერშალ კაკაბაძეს და თვით ნიკოლოზ ბუკიას. წარმოდგენის შემოსავალი სამკითხველოს ასაშენებელი ფონდის გასაძლიერებლად მთლიანად გადაუციათ ზუგდიდის მშნებელთა კომისიისათვის. საყურადღებოა ერთი გარემოებაც, სპექტაკლის აფიშა ზუგდიდში დაუბეჭდავთ ტ.თოხაძის მიერ ერთი წლით ადრე შემოტანილ საბეჭდ მანქანაზე.” თეატრის არქივში დაცულია წერილი, რომელსაც ხელმოწერა არა აქვს, მაგრამ ვინაიდან საშა ეგუტიას წერილში მოყვანილი ფაქტები თანმიმდევრულად ემთხვევა წერილის ავტორის მიერ მოყოლილ ფაქტებს, სადაც დაწვრილებით და საინტერესოდ ყვება მის მიერ პირველი სპექტაკლის მომზადების პროცესს, ადვილად სავარაუდოა, რომ ის ნიკოლოზ ბუკიას ეკუთვნის. (მეგობრებთან ერთად – ალექსანდრე კაკაბაძე და პეტრე გეთია მ.კ.) ,,წავედით ტიპოგრაფიაში, ის იყო მოთავსებული, სადაც დღეს სოიუზპეჩატის კანტორა არის. ტიპოგრაფიის პატრონი და გამგე ტრიფონი თოხაძე გავიცანი. ის წინეთ ქ. ფოთში ტუღუშის ტიპოგრაფიაში მუშაობდა. ჩამოუტანია საბეჭდავი სტანოკი, რომელიც დღესაც ინახება ზუგდიდის სტამბაში, ბეჭდავდა საქორწილო და ტირილებზე მოსაწვევ ბარათებს და საკანცელარიო წიგნებს. ასევე ჰქონდა გამოწერილი: გაზეთი ივერია და ჟურნალი კვალი. მმე ვეცნობოდი საბეჭდ სტანოკს და ამხანაგები: კაკაბაძე, კედია და გეთიაც (ვასო გეთიაზე წერილის დასაწყისში ყვება ავტორი, ვასო გეთიას გაუხსნია პირველი საქსოვი სახელოსნო ზუგდიდში.მ.კ.) მივარდნენ გაზეთებს და დაიწყეს კითხვა. თოხაძემ უთხრა მათ: ახლა კი კითხულობთ გაზეთებს, მაგრამ იანვრიდან მე ვერ შევძლებ მათ გამოწერას, რადგან აშემოსავალი ცოტა მაქვს და შეგირდსაც ვერ ვისტუმრებო. ამხანაგები ჩააფიქრა თოხაძის განცხადებამ და დაიწყეს თათბირი: ფული დავაგროვოთო და ჩვენ გამოვიწეროთო. მმე ურჩიე ფულის დაგროვებას სჯობია წარმოდგენები დავდგათ და შემოსული ფულებით ყველა ქართულ-რუსული გაზეთები და ჟურნალები გამოვიწეროთ და სამკითხველო გავხნათ მეთქი. ჩემი აზრი ყველას მოეწონათ და მთხოვეს მე გამეწია ხელმძღვანელობა. მმქონდა ერისთავის პიესა ,,გაყრა-დავა” ვიფიქრე მისი დადგმა, მხოლოდ მაფიქრებდა შემსრულებელების მონახვა, განსაკუთრებით სომხის როლის. ვასო გეთიამ გამომიცხადა სომხის როლს მე კარგად შევასრულებო, გამიხარდა და იქვე გადავწყვიტეთ დაგვედგა ეს პიესა.” წერილში გარჩეულია სპექტაკლებში ქალების მონაწილეობის საკითხი, ,,ქალების სცენაზე გამოსვლა გარყვნილობად მიაჩნდათ”, ამიტომაც ნიკოლოზ ბუკია ცდილობს ნათესავი ქალები ჩართოს ამ საქმეში, ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი გახლავთ სონია ბასილაია, ,,სონია ბასილაიას ოჯახი ემოყვრებოდა ჩემს ოჯახს, ამასთან სონიას დედაც ლამაზი ქალი იყო, სურათი გადაუღეს ფრანგებმა პარიზის გამოფენისთვის, როგორც ტიპიური ქართველი ქალის და ეს სურათი ჟურნალ კვალშიც დაიბეჭდა... როგორც კი მისცეს მშობლებმა ნებართვა სონიას და ის გამოცხადდა პირველ რეპეტიციაზე სხვა ქალიშვილების მშობლებმა აქეთ დამიწყეს ხვეწნა ჩვენს ქალიშვილებსაც მიაღებინეთ მონაწილეობაო, ერთი სიტყვით გაიჩარხა საქმე…. . . ახლა საქმე იყო შესაფერი დარბაზის შოვნა. ზუგდიდში შესაფერი დარბაზი არსად არ იყო, მხოლოდ კინტირია ლუკავას ქონდა ახლად აგებული სადურგლო სახელოსნო, ფოტოგრაფი საბახტარაშვილის გვერდით. . . სიგრძით 18-20 მეტრიან დარბაზს წარმოადგენდა. . . ვთხოვეთ ლუკავას ეს სახელოსნო ერთი დღით და მოგვაქირავა 10 მანეთად. თოხაძემ დაბეჭდა აფიშები უფასოდ. ვინათხოვრეთ რეკვიზიტები, ტანისამოსები, მოვაწყევთ სცენა და დავდგით წარმოდგენა ძველი სტილით 25 მარტს. იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ დარბაზში არ დაეტია და ნახევარი ხალხი გარედან იყურებოდნენ და უსმენდნენ ღია ფანჯრებიდან. ეეს იყო ქ. ზუგდიდში დადგმული პირველი ქართული წარმოდგენა ადგილობრივი სცენისმოყვარულების მიერ.” აეტყობა ნიკოლოზ ბუკიას არ ჰქონდა ინფორმაცია ადრე დადგმული სპექტაკლების შესახებ. ეს წარმოდგენა ხელმეორედ, როგორც წერილში აღნიშნული, მაყურებელთა თხოვნით უთამაშნიათ სადუქნე დარბაზში, შემოსული თანხა 350 მანეთამდე გადაუნაწილებიათ შემდეგნაირად - ,, შევიძინეთ ერთი მაგიდა, 6 ტაბურეტები, გამოვიწერეთ ქართული ყველა გაზეთები და ჟურნალი კვალი, აგრეთვე რუსული გაზეთი ნევა და გავხსენით სამკითხველო თოხაძის ტიპოგრაფია-სტამბაში. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ადგილი, სადაც ავტორი ყვება, თუ როგორ მოახერხა მან ვაჭრების დათანხმება დეპუტატ აბესაძის დახმარებით, რომ მათ საწევროების გადახდით დაეფინანსებინათ სამკითხველოს ფუნქციონირება. დ წერილში კარგად იკითხება ვაჭართა განწყობა, ,,დიდი დავის შემდეგ ჩემის წინადადებით სამკითხველოს დაარქვეს აკაკი წერეთლის სახელობის სამკითხველო. . . სამწუხაროდ ვაჭრები სამკითხველოს არ გაკარებია, ისინი უფრო ყავახანებში დადიოდნენ და ნარდი და დომინოს თამაშით ერთობოდნენ. სამკითხველოში მხოლოდ მოსწავლეები და ზოგიერთი ახალგაზრდები დადიოდნენ. ლ წერილში დაწვრილებითაა აღწერილი სცენისმოყვარეთა მოღვაწეობა 1929 წლამდე. ანიკოლოზ ბუკია 1904 წლიდან ჩარიცხულია სოც.ფედერალისტთა პარტიაში და ამბობს, რომ წარმოდგენებს ძირითადად რევოლუციური მიზნით იყენებდნენ ,,სააგატაციოდ და პატრიოტული გრძნობების ხალხში გასაღვიძებლად. სცენის მოყვარეთა წრის შემადგენლობა იცვლებოდა. აარა ადგილობრივი მცხოვრებნი, როცა საცხოვრებლად სხვაგან გადადიოდნენ, წრეს ვავსებდი ახალი წევრით პიესის როლის შესაბამისი შემსრულებლით, ადგილობრივი მცხოვრები წრის წევრები კი სიხარულით და სიყვარულით იღებდნენ მონაწილეობას შესაბამის როლებში. ბოდიშს ვიხდი დიდი ხნის ამბავია და ყველა სცენის მოყვარეებს, რომელთაც მონაწილეობა მიუღიათ ჩემს წრეში ვერ ვიგონებ, ჩამოვთვლი მხოლოდ ძირითად მთავრებს, რომელთა მუშაობაზე იყო დამოკიდებული თეატრალური მოღვაწეობა მთავრობის მიერ რეჟისორების მოწვევამდე და შემდეგაც: ქალები – სონია ბასილაია, ქ.დარჯანია, მ.გვიჩია, ნ. გეგელია, მ.ჩიქოვანი, ვ.კეკელიძე, ვ.ქარდავა, კ.კედია სუფლიორად, ლიდა ბოჯგუა და სხვანი. ვაჟები: ნ.ბუკია, ვასო გეთია, პეტრე კედია, ალექსანდრე კაკაბაძე, აპალონ ჯიქია, მექი კობახიძე, ლ.გუგუშვილი. ძუკუ ჩხოლარია, ლეო ჭედია. ჟორა გაბუნია, დომენტი კიტია, გ.ჭელიძე, ი.კალანდია, ან.კვიტაშვილი და სხვა. არქივში დაცული კიდევ ერთი წერილი ეკუთვნის პ. არდიშვილს, სადაც წერს კიდევ ერთი სცენისმოყვარეთა ჯგუფის მოღვაწეობის შესახებ, რომელსაც იმხანად ლადო გვიშიანი ხელმძღვანელობდა. ეეს ჯგუფიც სპექტაკლებს მართავს ოჯახებში, სახლის აივნებზე, სხელდახელოდ მოწყობილ სცენაზე და დუქნის დარბაზებში. ლლადო გვიშიანის ჯგუფის პირველი სპექატკლი როგორც ამ წერილშია მოცემული გახლდათ ა.წერეთლის კინტო, ,,იმ ხანებში ქალები სცენაზე თამაშს ერიდებოდნენ, ამიტომაც ავირჩიეთ აკაკის პიესა ,,კინტო” სადაც ერთი ქალი მონაწილეობს და ამ როლის შესასრულებლად მოვიწვიეთ ალ.დუნდუა, რომელიც კარგად ცეკვავდა და მღეროდა” დანარჩენი როლების შემსრულებლებსაც ჩამოთვლის წერილის ავტორი. აალექსანდრე- ა.ერაძე, ილია- ე.კულულაშვილი, სამსონი – ს.გვიშიანი, მანუა – ს. შენგელია, გეო- ა.ხუციშვილი, თათუზა – გ. ანთელაძე, ალმასხანა - ლ.გვიშიანი. ,,პიესა კარგათ მიდიოდა და მაყურებელზე კარგ შთაბეჭდილებას სტოვებდა. აამიტომაც იყო ბევრჯერ დაიდგა. ჲუკრავდა სამტრედიიდან ჩამოყვანილი ზურნა – თანიას მეთაურობით. შესანიშნავად თამაშობდა ალმასხანას როლს შემსრულებელი ლადო გვიშიანი, ის ხალხს ბევრს აცინებდა თავისი მოხდენილი თამაშით- მისი გამოჩენა სცენაზე და ხალხის სიცილ-ხარხარი ერთი იყო. იმ პერიოდში ლ.გვიშიანი ,,წარმოდგენები ამ წრის 1905 წლამდე იდგმებოდა სადუქნე დარაბებში. 1905 წლიდან საზოგადო საკრებულო კლუბში სადაც გადატანილ იქმნა სამკითხველოც, ეს კლუბის შენობა დაიწვა 1913 თუ 1914 წელს და კლუბი გადავიდა ჭედიას შენობა ქარვასლა ზედა სართულში, სადაც მოეწყო სათეატრო დარბაზი. შემდეგ გაშენდა საზაფხულო თეატრი ინჟინერი გაბანის გეგმით, პირველი მაისის მოედანზე, შემდეგ კი დღევანდელი თეატრის შენობა. . . სულ ჩემის მონაწილოებით დადგმულია 150 მდე წარმოდგენა, ხოლო პიესების რაოდენობა 40მდე სახელწოდების. ჵპიესები უფრო ხშირად იყო პატრიოტული და რევოლუციონური: ,,პატარა კახი”, ,,თამარ ცბიერი”, ,,სულელი”, ,,ქოხში”, ,,რღვევა”, ,,პური”, ,,ეშმაკის მათრახი”, ,,სიგარეტი” და სხვა. ,,და-ძმას” ხშირად ვდგამდით. 1906 წლიდან პარალელურად მუშაობდა მეორე სცენის მოყვარეთა წრე სოც.დემოკრატი პარტიის, რომელსაც ხელმძღვაენლობდა პეტრე მეუნარგია. ეეს წრე წარმოდგენებს მართავდა პარტიის ბიუროში, ა.პატარაიას სახლში, როგორც მახსოვს 2-3 წლის განმავლობაში. ა ამის გარდა იყო კერძო გიმნაზიის მოსწავლეთა წრე, რომე.ლიც წარმოდგენებს მართავდნენ კლუბის სათეატრო დარბაზში, აგრეთვე საგასტროლოდ ხშირად გადადიოდნენ სოფლად. წრის მონაწილენი იყვნენ გიმნაზიის მოსწავლეები: შ.ჯალაღონია, ჭიჭიკო კობახიძე, ან. კვიტაშვილი, სერგო ბუკია, ლეო ჭედია, კოლია ჩხეიძე და სხვა. წარმოდგენებს მართავდნენ საქველმოქმედოდ ღარიბი მოსწავლეთა სასარგებლოდ.” თეატრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ჟურნალი ინფორმაციას გვაძლევს 1907- 1908 წლებში, სოციალ-დემოკრატთა პარტიის მიერ ჩამოყალიბებულ თეატრალურ წრეზე, რომელსაც ,,მუშური დრამწრე” რქმევია. აღნიშნულ დრამწრეს საკმაოდ ეფექტურად უმუშავია, რადგანაც მის მიერ დადგმული სპექტაკლების რიცხვი ა ბევრია და თემატურადაც საინტერესოდ გამოიყურება. აამ წრის პირველი სპექტაკლი ყოფილა ა. აწყურელის ,,მშიერი”, რ.ერისთავის ,,რაც არ მერგება, არ შემერგება” და ,,დივერტისმენტი”. ,,მუშურ დრამწრეში” გაერთიანებული ყოფილა 125 სცენისმოყვარე, და 1914 წლამდე მას დაუდგამს ი.ჭავჭავაძის ,,ქართვლის დედა”, ალ.ყაზბეგის ,,არსენა”, ი.გომართელის ,,ქოხში”, ა.წერეთლის ,,პატარა კახი”, პ.ირეთელის ,,ქრისტინე” – ე. ნინოშვილის მიხედვით, ანასტასია ერისთავ ხოშტარიას ,,მოლიპულ გზაზე”, ა. ცაგარელის ,,ციმბირელი”, ,,ხანუმა”, ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, ნ. ნაკაშიძის ,,ვინ არის დამნაშავე”, რ. ერისთავის ,,ვაის გავეყარე, უის შევეყარე” და მრავალი სხვა. ცნობილი ფაქტია, რომ ზუგდიდის თეატრში საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ ლადო მესხიშვილი, შალვა დადიანი, ვალერიან გუნია, ალექსანდრე იმედაშვილი, ვ.ურუშაძე. თუმცა ჩვენს ხელთ არ არის არც ერთი წყარო, სადაც კონკრეტულად არის მითითებული აღნიშნული ურთიერთობებისა და გასტროლების შესახებ. ,,ჩემი მოგონებანი” – ასეა დასათაურებული წერილი, რომელიც ეკუთვნის ზუგდიდის თეატრის პირველ დირექტორს ბატონ ალექსანდრე თირქიას. ეაქ აღწერილი ამბები ბუკვალურად გვიხატავს იმ პერიოდის ზუგდიდის კულტურულ სურათს და მოგვითხრობს თეატრისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების პროცესს. ,,1932 წელი იყო. ქქალაქ ზუგდიდს არ გააჩნდა შენობა, სადაც შეიძლებოდა ასე თუ ისე გაეხორციელებინათ რაიმე თეატრალური დადგმები და მიეცათ სპექტაკლი. ისე კი ამ მხრივ ხალხში დიდი მოთხოვნილება იყო და რაც მთავარია ახალგაზრდობა ამას მოკლებული იყო. ზუგდიდში კაცმა რომ თქვას ძალიან თეატრალური ხალხი ცხოვრობს, ეს იქიდანც ჩანს, რომ ერთი რამე თვალსაჩინო გასტროლი არ ჩაივლის, თეატრი ხალხით არ იყოს გაჭედილი”. აავტორი აღნიშნავს, რომ კინოს (დღევანდელი განათლების რესურსცენტრის შენობა) და დღევანდელი თეატრის მშენებლობები დაწყებულია, მაგრამ კუს ნაბიჯებით მიმდინარეობსო, ამიტომაც ,,ხალხი მოითხოვდა სულიერ გასართობს. სადაც დღეს სტადიონია გაშენებული, ეგრეთ წოდებული პრინცესის ეზოში (დღევანდელი მეორე საჯარო სკოლის ტერიტორია მ.კ.) იქნა აგებული სახელდახელოდ ყოველგვარი წესების და ამისთვის მოთხოვნილებების გარეშე უბრალო ყაზარმის სტილის მიწური, რომელიც თავისი შინაარსით, საჯდომებად მიწაში ჩასმული ბოძებზე გაუშალაშინებელი ფიცრებით დაჭედილი ყოვლად მიუღებელი იყო. მაამას ყურადღება მიაქციეს რაიონის ხელმძღვანელობამ და რაიკომმა და დადგენილება გამოიტანეს არსებული ყაზარმული მიწური გადაეკეთებინათ 20.000 ათასი მანეთის ფარგლებში, ცოტად თუ ბევრად მისაღებად საკლუბო მუშაობისათვის.” წერილიდან ირკვევა, რომ აღნიშნული შენობის გადაკეთებას აზრი არ აქვს, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და სასურველი შედეგი მაინც არ ექნება, ამიტომაც არქიტექტორი გაბანი და ალექსანდრე თირქია, ურთიერთ შეთანხმებით ამზადებენ დროებითი თეატრის ხის შენობის პროექტს, რომლის ხარჯთაღრიცხვა შეადგენს 110.000 მანეთს. ,,ეს ყველაფერი წარვუდგინე პარტრაიკომს. ჲუკანასკნელმა ეს პროექტი მოიწონა და დაამტკიცა. შენობა უნდა გაშენებული იყო 12 წლის ვადით, 700 მაყურებლის ტევადობით, მბრუნავი სცენით და დიდი ფოიეთი და მსახიობებისთვის საპირფარეშოებით, გარდერობით და დეკორაციის ცალკე სახელოსნოთ და საწყობით.” ავტორის თქმით თეატრის მშენებლობა 6 თვეში დასრულებულა. ,,ამ ხანად საერთოდ რაიონებს ნაკლებად გააჩნდათ თეატრისათვის ასეთი კეთილმოწყობილი შენობა, მართალია ხის, მაგრამ შიგნით და გარეთ შელესილი და შეღებილი, რომელიც გამოიყურებოდა ძალიან ლამაზად. მშენებლობის დამთავრების შემდეგ რაიკომის ბიუროს დადგენილებით, თეატრის დირექტორად დავინიშნე მე. გგადაწყდა მცოდნე და ავტორიტეტიანი რეჟისორის მოწვევის საკითხი და მასთან დასის ჩამოყალიბების. ამრიგად პირველ რეჟისორად მოწვეულ იქნა ვახტანგ გარიკი, (თბილისის პირველი მუშათა თეატრის რეჟისორი მ.კ.) შედგენილ იქნა თეატრის დასი 32 მსახიობის შემდაგენლობით, ჩამოყვანილ იქნენ ისეთი ცნობილი მსახიობები როგორიც იყვნენ - ი.ზარდალიშვილი და ადამია, აბაკელია, დოღონაძე, ლაღიძე, მგელაძე, ქელბაქიანი, გეგენავა, შაფათავა და სხვები. ქქალებიდან: ნინო ნინიანი, არეთა ლოლუა, ასია დათებაშვილი, მიქელაძე და სხვები. აადგილობრივი ძალებიდან: პატარაია, გულორდავა, სახოკია, წურწუმია, ესებუა, კეიდია და სხვები. ვაჟებიდან: მოსია, მაღლაკელიძე, ესართია, ჭედია, ჟღერია, ჭანტურია და სხვები. მმცოდნე რეჟისორების ხელმძღვანელობით ადგილობრივი ძალებისათვის მოეწყო გადასამზადებელი კურსები, რომელმაც დიდად ხელი შეუწყო ახალგაზრდა მსახიობების აღზრდას. 1932 წლის 31 აგვისტოს თეატრმა დიდი წარმატებით პირველ დადგმად მაყურებელს უჩვენა პიესა ,,ლამარა”. ამის შემდეგ თეატრმა 1932 წლის -33 და 34 წლის თეატრალურ სეზონში დიდი გამარჯვებით უჩვენა მაყურებელს ისეთი ცნობილი პიესები როგორიცაა: ,,ანზორი”, ,,ცხვრის წყარო”, ,,პატარა კახი”, ,,გეგეჭკორი”, ,,და-ძმა”, ,,კრეისერი შმიდტი”, კომედიები: ,,ყვარყვარე თუთაბერი”, ,,ხოჭოების დოღი” და სხვა. ზუგდიდის თეატრი, პირველ დადგმის განხორციელების შემდეგ, თეატრალურ სამმართველოს მიერ აყვანილ იქნა აღრიცხვაზე და მას მიენიჭა, ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის ტიტული”. ერომ არა ზუსტად მითითებული თარიღები, გაგიჭირდება ივარაუდო, რომ ეს იმ პერიოდში ხდება, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ყურადღება გავამახვილოთ იმ თანხის რაოდენობაზე, რომელიც თეატრს დაენიშნა იმხანად - ,,იმავე წელს მას დაენიშნა დოტაცია 150.000 მანეთის რაოდენობით”. თითქმის საუკუნის შემდეგ, თეატრის დოტაცია სამწუხაროდ აღნიშნულ თანხას ძლივს უტოლდება. ბბატონი ალექსანდრე თირქია აღნიშნავს, რომ ,,თეატრის გახსნის შემდეგ მოწვეულ იქნა სიმფონიური ორკესტრი 30 კაცის შემადგენლობით, რომელმაც 1933 წლის თეატრალური სეზონი წარმატებით იმუშავა და ამ ხნის განმავლობაში რამოდენიმე ხალხმრავალი კონცერტები ჩაატარა” – ეს ფაქტიც ძნელად დასაჯერებელი იქნებოდა, რომ წერილი, რომელიც ადასტურებს ჩამოთვლილ ფაქტებს.” თეატრის დირექტორისა და რეჟისორის იროდ კალანდიას ხელმძღვანელობით 1941 წლის ზაფხულში, ომის პირველივე თვეებშივე შექმნილა აგიტმხატვრული ბრიგადა, რომელშიც მონაწილეობდნენ ა.დათებაშვილი, ქ.ესებუა, შ. მოსია, დ.ყუფარაძე, ვ.ჭედია, თ. ფარცვანია და სხვები. პროგრამაში შედიოდა პესები, სკეტჩები, სიმღერები, სამამულო ომის თემაზე. ჴომის დშემდგომ, 1947 წელს დამთავრდა თეატრის მშენებლობა, რომლის მშენებლობა დაიწყებული იყო ოცდაათიანი წლების დასაწყისში. 1947 წელს ახალი თეატრის შენობაში შედგა პრემიერები სპექტაკლებისა: გ.შატბერაშვილის ,,რკინის პერანგი”, გ.ქელბაქიანის ,,გამოცდები”, პ.კაკაბაძის ,,კოლმეურნეს ქორწინება”, კერესელიძის ,,მეგობრობა”, ი.მოსაშვილის ,,სადგურის უფროსი”, დ.ერისთავის ,,სამშობლო”. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ზუგდიდში ევროპაში თეატრალურ სამყაროში აღიარებული რეჟისორის ვასო ყუშიტაშვილის მოღვაწეობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პარიზის ცნობილ თეატრ-ატელიეს. ზუგდიდის თეატრის რეპერტუარი აკადემიური გახდა და იმთავითვე მაყურებლისა და ქვეყნის თეატრალური საზოგადოების ყურადღება მიიქცია. 1948 წლის 22 ივნისს ვ.ყუშიტაშვილმა დადგა ლოპე დე ვეგას ,,თივა და ძაღლი”, იმავე წლის ნოემბერში ბ.ლავრენევის ,,რღვევა”. ვასო ყუშიტაშვილის რეჟისორობით დაიდგა სპექტაკლები გ.ქელბაქიანის ,,შესაფერი ჯილდო”, ვ.გუნიას ,,და-ძმა”, ი. მოსაშვილის ,,ჩაძირული ქვები”. 1958 წელს ზუგდიდის თეატრი საგასტროლოდ პირველად იმყოფება თბილისის მარჯანიშვილის სახელობის თეატრში იმყოფება, ეეს არის პერიოდი, როდესაც თეატრის სათავეშია კულტუროლოგი, ხელოვნებათმცოდნე და ქართულ კულტურულ ელიტაში ცნობილი პიროვნება ალექსანდრე ეგუტია. ბბატონმა საშამ ეგუტიამ თეატრს უხელმძღვანელა 27 წელი, ეს იყო ეგრეთწოდებული ოქროს ხანა თეატრის ისტორიაში, პერიოდი, როდესაც ქალაქი ცხოვრობდა თეატრის ცხოვრებით, საგატროლოდ ზუგდიდში ჩამოდიოდნენ რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრები. ბბატონი საშას ინიციატივით ზუგდიდში სამუშაოდ ჩამოდიოდნენ დედაქალაქში ცნობილი რეჟისორები და მსახიობები, რომელთა მოღვაწეობა აკადემიურობას მატებდა თეატრის რეპერტუარს. მარჯანიშვილის თეატრში ზუგდიდელებმა უჩვენეს ოთხი სპექტაკლი - 29 აგვისტოს ა მ.კიკვაძის ,,დიმიტრი თავდადებული” , 30 აგვისტოს ლ. მოლორავას ოთხმოქმედებიანი კომედია ,,კერპჯიუტა”, 31 აგვისტოსწარმოდგენილ იქნა ცნობილი რუმინელი დრამატურგის სებასტიანის კომედია ,,უსახელო ვარსკვლავი”, ხოლო პირველ სექტემბერს ინდური ლიტერატურის კლასიკოსის შუდრაკას ,,თეთრი ლოტოსი”. როგორც საიბილეო ჟურნალი გვამცნობს 2 სექტემბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ზუგდიდის რაიონის მხატვრული კოლექტივების საღამო გამართულა, რომელშიც თეატრის მსახიობების გარდა მონაწილეობა მხატვრულ თვითმოქქმედების კოლექტივებსაც მიუღიათ. აღნიშნულ პერიოდში თეტრის რეპერტუარში იყო 20-ზე მეტი სპექტაკლი, როგორც ქართველი, ასევე სხავდასხვა ქვეყნის ნაწარმოებთა რეპერტუარიდან. 1984 წელს ტრაგიკულად დაიღუპა საშა ეგუტია, რომელიც დაიტირა მთელმა საქართველომ. თეატრს დღესაც მოჰყვება ნათელი კვალი, რომელიც თან ახლდა ამ ადამიანის მოღვაწეობას. ზუგდიდის თეატრში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ რეჟისორები: მ.ქორელი, ვახტანგ გარიკი, გ.იოსელიანი, ვასო ყუშიტაშვილი, მ.ვარდოშვილი, ა.ყვინჩია, ა.მაღლაკელიძე, ა.ციციშვილი, ი.კალანდია, ვ.მჭედლიძე, გ.ლომაია, შ.გვაზავა, ს.ახალაძე, ნ. დეისაძე, ე. ჩხაიძე, ს.ყიფშიძე, თემურ ჩხეიძე, ვასილ ჩიგოგიძე, მერაბ სვირავა, ლერი პაქსაშვილი, დიმა ღვთისიაშვილი, კანდიდ გურგენიძე, ირაკლი გოგია, სოსო ნემსაძე, გოგა თავაძე, ლევან ქობლიანიძე, ნანა კვასხვაძე, ნინი ჩაკვეტაძე. მხატვრები: ისოტას პეტრიატისი, დამიანე ჯიჭონაია, გივი გაბისონია. ზუგდიდის თეატრში მოღვაწეობისათვის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტების წოდება მიენიჭათ შემდეგ მსახიობებს: შალვა მოსიას, დაგმარა გოგიჩაიშვილს, ალექსანდრე როგავას, პეტრე წულაიას, ბადრი ცომაიას, მზია (ჟოზეფინა) ტოგონიძეს. მზია ტოგონიძე – 1960-2008წწ. ალექსანდრა ნიკოლეიშვილი – 1957-1964წწ. ვალიკო გამისონია – 1960-1990წწ. ალექსანდრე როგავა – 1954 -1991 წწ. დავით ყუფარაძე–1953-1966 წწ. რამინ ძიძავა–195?-1962 წწ. ეთერ ბიბილაშვილი – 1960წ. დაგმარა გოგიჩაიშვილი – 1960-1989 წწ. რინოს თოდუა– 19??-1961წწ. ნუნუ კოხტაშვილი –1960-1991წწ. გურამ წერეთელი –1960-1981წწ. ქეთო ესებუა – 195?-1974წწ. გოგი ახვლედიანი – 1960-1974 წწ. კირილე ფაჟავა–1960-1984 წწ. ნბაადურ ბეგალიშვილი –1960 1962 წწ. ბელქანია ფისო – 1960 – 1961 წწ. ბადრი ცომაია – 1960-2007 წწ. ალექსანდრე ქირია – 1960-1969 წწ. შალვა მოსია – 1960-1987წწ. თამშუხ ფარცვანია – 1960 - 1965 წწ. ელგუჯა ბეჟუაშვილი – 1960-1965 წწ ვახტანგ ქართველიშვილი – 1960-1961 წწ. ფატი ფულარიანი – 1960-1967 წწ. შურა შანავა – 1960-1967 წწ. თამარ გაჩეჩილაძე – 1960 - 1965წწ ურუშაძე ნინო – 1960 - 1965წწ. სერგო ძიძაძე – 1960-1964წწ. მერცია ურუშაძე – 1960-1965 წწ. როლანდ ნადარეიშვილი – 1962- 1968წწ. ოთარ ქურციკიძე-1963 – 1994წწ. ჟანა ღავთაძე – 1963 -1994 წწ რევაზ ბოკუჩავა – 1963წწ. ლია ხოლუაშვილი – 1963 წ ლენა კეიდია – 1963წ. ლენა წერეთელი – 1963 - 1981წწ. მედიკო ლორთქიფანიძე – 1964- 1965წწ. ავთანდილ ხაჟომია – 1964 - 1965წწ. მაია ბერიკაშვილი –1965 - 1969 წწ. პეტრე წულაია – 1965 - 2003წწ. ლოლაშვილი ჟანრი – 1965 - 1967წწ. ავთანდილ მახარაძე – 1965 - 1967წწ. ჯოყოლა ფილფანი – 1965 - 1966წწ. ნელი ჭანტურია – 1965 - 1973წწ. თემურ სტურუა – 1965 - 1970 წწ. ლეილა ილურიძე – 1965 - 1969 წწ. აკაკი იობაშვილი – 1969 - 1975წწ. მიხეილ აფციაური – 1969 - 1973წწ. გოდერძი გელაშვილი – 1970- 1975წწ. ვალერი ნიკოლეიშვილი – 1972წწ. მარგო ავაქიანი – 1970 - 1972წწ. ბონდო ტორუა – 1970 – 1972.წწ. ომარი ელერდაშვილი 1970 - 1975წწ. ლორინა პაპუაშვილი – 1970 - 1975წწ. იურა მიქაუტაძე - 1970წწ. ემა მჭედლიძე – 1970წ. რეზო ცხადაია – 1969 - 1993წწ. რიტა გურჩიანი – 1970 - 1973წწ. იაროსლავ გასვიანი – 1970 - 1991წწ. ღამაზ ორჟონია - 1971 – 1993წწ აკაკი ჟვანია - 1972 – 1981წწ. ბადრი მჟავანაძე – 1972-1977წწ. ნანა არბოლიშვილი – 1972 – 1977წწ. იზოლდა მირცხულავა – 1972 - 1993წწ. კაკო ჟვანია – 1973 - 1982წწ. თამარ აკობია – 1973 - 1974წწ. თინა ტალიკაძე – 1973 – 1975წწ. თინა ჭეჟია – 1974 - 1976წწ. ლევან კვერნაძე – 1975 – 2006წწ. ნუნუ ზაკალაშვილი – 1976 - 1978წწ. მერაბ სვირავა – 1977 – 1982წწ. გულიჯან ომიაძე – 1977 - 1990წწ. მაყვალა გელაშვილი – 1977 - 2006წწ. ლუიზა სულხანიშვილი – 1979 - 1993წწ. მალხაზ ჯაფარიძე – 1979 - 1983წწ. ლია გერგედავა – 1982 - 2003წწ. ზურაბ ლაშხია – 1982წწ. თენგიზ ანდრიაძე – 1982 - 2006წწ. ნელი გულიაშვილი – 1983 - 1984წწ. ტარიელ ზურაბაშვილი – 1983 - 1990წწ. ემა მიქაუტაძე – 1983წწ. იურა მიქაუტაძე – 1983წწ. არჩილ ყურუა – 1983 - 1984წწ. ზურაბ პავლიაშვილი – 1983 – 1984წწ. იაროსლავ გასვიანი – 1983 - 1991წწ. ვახტანგ ქობალია – 1983 - 2007წწ. აფშილავა ლალი – 1985 - 1988წწ. ნაზი ფარცვანია – 1990 – 2002წწ. კახაბერ სამუშია – 1994 – 1998წწ ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელები მისი დაარსებიდან იყვნენ: 1932-1941_ალექსანდრე თირქია; 1941 –ის 15 აგვისტომდე დავით კალანდია; 1941-1947 – გიორგი სტურუა; 1947-1950 – შალვა სიჭინავა; 1950-1952_ ლ. მილორავა; 1952-1955_ გიორგი გაბუნია; 1955-1957_შალვა მჟავანაძე; 1957_1984 _ალექსანდრე (საშა) ეგუტია; 1984 – 1990 ანზორ ბარამია; 1990-1993 გიორგი რატიანი, 1993-1996 – თამაზ მოსია; 1996-2006 – ენვერ ფაჟავა; 2006-2010 – ირაკლი გოგია; 2010-დან 2015 მდე მაია კალანდია; 2015–დან ზურაბ ეგუტია. თეატრში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი მსახიობები – ჟანრი ლოლაშვილი, ავთანდილ მახარაძე, გურანდა გაბუნია, ბადრი ბეგალიშვილი.
ukan
ukan

Georgia, Zugdidi,

Theatre str. #2

595 40 13 13

zugdidis Salva dadianis saxelobis profesiuli saxelmwifo dramatuli Teatri 2015 yvela ufleba daculia @

C

saqarTvelo, zugdidi, Teatris q.#2
595 40 13 13